Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

როგორც იქნა, შეძლებისდაგვარად ,თავი გავართვი ჩემს პროექტს.დღეს ვიმუშვე დამოუკიდებლად და შევასრულე დავალება.მიუხედავად დიდი შრომისა და ნერვიულობისა,უზომოდ კმაყოფილი ვარ ჩემი შრომის შედეგით.დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ხელმძღვანელს,ქალბატონ ლალის,რომელმაც უზომო შრომა გასწია,რათა ჩვენ კარგად აგვეთვისებინა პროექტზე მუშაობა.

Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია.

შევავსეთ  დიფერენცირებული სწავლების კითხვარი,გადავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია და კომენტარები.ვისწავლეთ სლაიდის განთავსება ბლოგზე.განვიხილეთ ერთმანეთის სასწავლო პროცედურები,შევავსეთ შეფასების რუბრიკა.მივიღეთ დავალებები.

Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია


ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვიმუშავეთ პრეზენტაციის აგებაზე,შეფასების დროის ჩარჩოზე.მივიღეთ მეორე დღისათვის დავალება.

Tuesday, July 7, 2015

მესამე დღის რეფლექსია.

დღეს,რატომღაც არ მქონდა სამუშაო განწყობა,სიძნელეებმა დამაბნია.ვეცდები სახლში ვიმუშაო და შემდეგ დღეებში აღვადგინო დღევანდელი დღის შესასრულებელი სამუშაო
საღამოს ვიმუშავე სახლში.გავაანალიზე ჩემი შესასრულებელი სამუშაოები და ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის იდეაც,მიზანიც,თემას შევუსაბამე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.გავეცანი და ამოვარჩიე 21-ე საუკუნის,რომელ უნარჩვევებს განუვითრებს მოსწავლეებს ჩემი პროექტის შესწავლა.

Monday, July 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია.

ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის იდეები,გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ ბროშურებზე.

Sunday, July 5, 2015

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის თემა : "ოქროს კვეთა"
მიზანი:ოქროს კვეთის გამოყენება არქიტექტურაში,ხელოვნებაში.ფიბონაჩის რიცხვებზე,კვადრატული განტოლების ამოხსნისას და ა შ.
              პროექტის იდეა
ოქროს კვეთა ეს არის სტრუქტურული ჰარმონიის უნივერსალური გამოვლინება.ის გვხვდება ბუნებაში,მეცნიერებაში,ხელოვნებაში,პოეზიაში.ყველაფერში,რასაც ადამიანიშეიძლება შეეხოს.მოსწავლეები გაეცნობიან ოქროს კვეთის ისტორიას,იმ გამოჩენილ ადამიანებს,რომლებიც მუშაობდნენ ოქროს კვეთის პროპორციების დადგენაზე.დაადგენენ ოქროს კვეთის პრინციპებს.ამოხსნიან განტოლებებს,შექმნიან ბუნებაში არსებული იმ სხეულების,ფიგურებისა და ცხოველების  სლაიდებს,სადაც გამოყენებულია ოქროს კვეთის პროპორციები
               შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები.
პროპორციები გეომეტრიაში.
მონაკვეთის დაყოფა მოცემული პროპორციით.
ოქროს კვეთა,მონაკვეთთა არითმეტიკული საშუალო,გეომეტრიული საშუალო და ჰარმონიული საშუალო.
             21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

საღი მსჯელობა და აღქმა; 

პირველი დღის რეფლექსია

ძალიან მომწონს ჩვენი მუშაობა ამ რეჟიმში.შევქმენი ჩემი ელ ფოსტა gmail ზე.ვისწავლე და შევქმენი ჩემი ბლოგი.